Jump to content
Planeta.Ge

ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან - ზურაბიშვილი შტაინმაიერს შეხვდა


Gespräch mit der Staatspräsidentin von Georgien, Salomé Surabischwili

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“.

„პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...