"შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს" - ომბუდსმენი საკონსტიტუციოს მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს წარდგენილი სარჩელები, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს. ეს საქმეებია:
- გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვა;
- 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელება შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად;
- 2021 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლებითაც მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადის გაზრდა და საქმიდან ჩამოცილებაა შესაძლებელი.
"სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შედეგები, რომელთა გამოსწორებაც, ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც ვეღარ მოხდება", - წერს სახალხო დამცველი.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს იწურება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.