Jump to content
Planeta.Ge

რუსებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს, მისი აფეთქების შემთხვევაში 80-ზე მეტ ქალაქი და სოფელი დაიტბორება: ზელენსკი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას.

გარდა ამისა, მისი თქმით, კაშხლის აფეთქების შემთხვევაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი სისტემა წყლის გარეშე დარჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, იქ უკრაინელი პერსონალის დაბრუნება და აგრეგატებისა და კაშხლების დაუყოვნებელი განაღმვის უზრუნველყოფა მოითხოვა.

კახოვსკის ჰესის კაშხალი არის მდინარე დნეპრზე არსებული სამიდან ერთ-ერთი გადასასვლელი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ბოლოდროინდელ ანალიზში აღნიშნა, რომ რუსეთმა, ხერსონის რეგიონიდან უკან დახევისას, შეიძლება დააზიანოს კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინას. ეს, ანგარიშის ავტორების აზრით, რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებითაც დასტურდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...