Jump to content
Planeta.Ge

სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს


თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც.

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა. უწყებამ საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გაავრცელა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...