ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული – ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საარჩევნო პროპაგანდისთვისაა გამოყენებული, სამარცხვინოს უწოდებს.
ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული.
„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს ზურაბიშვილის Facebook-ზე.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინის ტრაგედიით მანიპულირებს. საქართველოს ქუჩებში „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც „არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“ აწერია. ბანერები ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთ მხარეს შავ-თეთრი ფოტოთი უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად განადგურებული ქალაქების ფოტოებია, მეორე მხარეს კი – ფერადი ფოტოთი საქართველოს ქალაქები.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.