Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს


საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან და ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

გლურჯიძე გუშინ, 19 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუაეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება წაუყენეს. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გლურჯიძის გათავისუფლების მოთხოვნით, გააქტიურა ცხელი ხაზი და საქმის კურსში ჩააყენა ჟენევის თანათავმჯდომარეები. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით", - წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. ერთი მათგანი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...