Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...