Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - დღეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში


ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა.

„ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულია. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს სტანდარტული, ორდინარული სიტუაცია, სადაც ჩვენ უბრალოდ პოლიტიკურ პროგრამებზე ვსაუბრობთ. ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც ისტორიულმა მომენტმა მოგვცა ჩვენ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ამ პირველი ამოცანის შესრულების შემდეგ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები თუ როგორ განვახორციელოთ ისეთი რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში დაახლოების პროცესში საქართველოს გახდის უფრო ორიენტირებულს რიგითი ადამიანის კეთილდღეობაზე.

პირველი რიგის ამოცანაა, ჩვენ დავბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რადგან ბოლო პერიოდში პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალებაც კი მოხდა “, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...