Jump to content
Planeta.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ


საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ზალკალიანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...