ოკუპანტებმა არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, — აცხადებს სუსი.
ბოლო ერთი კვირაში ეს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების მეორე შემთხვევაა. წინა შემთხვევა სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ, 19 სექტემბერს დაფიქსირდა.
netgazeti
netg
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.