Jump to content
Planeta.Ge

„პროდუქცია, რაც ჩვენთან შემოდის, ისედაც ნორმალურად არ მოწმდება“ - უსაფრთხოა თუ არა Temu-დან გამოწერილი ნივთები


„საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს.

როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს.

როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართველოში შემოდის ისედაც ზედაპირულ კონტროლს გადის. რაც შეეხება კონკრეტულად ონლაინ ვაჭრობას, აქაც სრულიად კონტროლს მიღმაა დარჩენილი.

 

„მე კონკრეტული შემოწმების შედეგები არ გამაჩნია. ზოგადად, ჩვენთან ასეთი ტიპის პროდუქციას შორის, სათამაშოები ექვემდებარება შემოწმებას, თუმცა, მხოლოდ ის, რაც შემოდის ორგანიზებულად და არა ასე ინდივიდუალური გამოწერის შედეგად. ინდივიდუალურად ვინ რას იწერს, ეს უსაფრთხოების კონტროლს არ ექვემდებარება.

ეს საკითხი მთელ მსოფლიოში პრობლემას წარმოადგენს, კერძოდ, უსაფრთხოების დაცვა ონლაინ ვაჭრობის დროს. ჩვენთან რაც ხდება კონტროლი, ისიც კი ძალიან ზედაპირულია და შესაბამისად, ამ მიმართულებით ზედამხედველობა გასაძლიერებელია. სახელმწიფოსთვის, მეტად პრიორიტეტული უნდა გახდეს სამომხმარებლო უსაფრთხოება. ეს პრობლემა ნამდვილად მოუგვარებელია, რადგან პროდუქცია ჩვენთან რაც შემოდის, ისედაც ნორმალურად არ მოწმდება და მითუმეტეს, ონლაინ პროდუქცია“,- ამბობს ვახტანგ კობალაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში განმარტავენ, რომ ისინი ელოდებიან, აღნიშნული კომპანიებისგან ნებისმიერ წარდგენას, რომელსაც ისინი პროდუქციის იმპორტის დროს აკეთებენ.

თავის მხრივ კი, CNN-თან Shein-ის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება მათი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისობის პროგრამების განსახორციელებლად ისინი მილიონობით დოლარს ხარჯავენ.

რაც შეეხება Temu-ს, მათი განცხადებით, პლატფორმაზე ყველა გამყიდველი მოითხოვს, დაიცვას მოქმედი კანონები და რეგულაციები, მათ შორის ისინიც, რომლებიც პროდუქტების უსაფრთხოებასთან არის კავშირში.

 
nini-qetelauri-1633676521.png
ავტორი:
ნინი ქეთელაური

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...