Jump to content
Planeta.Ge

საქართველოდან ბელარუსში დაბრუნებულ ქალს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება – Nexta


ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან ბელორუსიაში დაბრუნდა სისხლის სამართლის ორი მუხლით გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 28 წლის მარინა ლეონოვიჩი საქართველოში, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალმა ბელარუსში დაბრუნება, უცნობია. ის საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში მუშაობდა.

მარინას ბელარუსში ბრალად ედება „ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსება” და „ბელორუსის მოქალაქეების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის მატერიალური მხარდაჭერა“.

ეს გულისხმობს, ისეთი სტატიების წერას, რომლითაც ითხოვენ შემოწირულებას, მაგალითად, უკრაინის მხარეს მებრძოლ კასტუს კალინოვსკის პოლკში.

NEXTA-ზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ქალს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...