Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე... კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში, მისი პერსონალური ინტერესია-ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, არჩევნებია


"არავინ იცის რა მისიით წავიდა კობახიძე ამერიკაში. ფაქტია, არავის ექნება სურვილი მას ესაუბროს, განა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, უბრალოდ იციან, რომ აზრი არ აქვს, დროს დაკარგავენ. შეიძლება რუკაზე გლობალური ომის ოფისს ეძებს. გაუგებარი ნაბიჯებით ბუნდოვანებას ქმნიან და ამით აპირებენ არჩევნებზე ფონს გასვლას. ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე. კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში ერთი ადამიანის პერსონალური ინტერესია. იმდენად დაექვემდებარა ქვეყნის ოპერირება ერთი ადამიანის ინტერესებს და აზროვნებას, აქედან თუ არ გამოვედით, არავინ იცის სადამდე მივალთ. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები. თუ ამ არჩევნების შედეგებს სამართლიანად არ აღიარებს პირველ რიგში ქართველი ხალხი, ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან - ხალხს დაუპირისპირდებიან. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ, ჩვენ თავზე მაღლა დავდგეთ და ეს არჩევნები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაპირისპირება, რადიკალზიაცია დავასრულოთ. "

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

"გახარიას კვირა", ეპიზოდი #31.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...