გიორგი გახარია - ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო, ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს - არა "ნაციონალურ მოძრაობას", არა "ოცნებას" (ვიდეო)
"მე ვთვლი არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა დაიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. დაიწყო იმ ტიპის კომუნიკაცია, რაც აქამდე არ იყო. არაფერი ჩაშლილა, უბრალოდ ვერ მოესწრო. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები. ყველა მხარეს სურდა შედეგისთვის მიგვეღწია. ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, იყო ღირსეული მცდელობა ლიმიტირებული დროით. იმისთვის, რომ სამომავლოდ გრძელვადიანი პერსპექტივა გადაგვერჩინა, დავსვი წერტილი. ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო. ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს არა "ნაციონალურ მოძრაობას", არა "ოცნებას".
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
"გახარიას კვირა", ეპიზოდი #31.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.