Jump to content
Planeta.Ge

400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა


რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.

ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს.

მათი განცხადებით, პირად თავდებობაზე ხელმომწერთა სიაში არის 66 ადამიანი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, ყოფილი ომბუდსმენი.

დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა ბრალდების მხარემ.

მოსამართლის განმარტებით, არ გამოვლენილა ახალი გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა აღკვეთი ღონისძიების გადახედვაზე, ამიტომ საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილის პატიმრობა ძალაში დარჩა.

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად).

ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...