გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა
გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა. ინფორმაცია „პუბლიკას” გახარიას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ქარტიას თითქმის სრულად მოაწერა ხელი პროდასავლურმა ოპოზიციამ, გახარიას გუნდის ხელმოწერა კი დოკუმენტზე ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.
გიორგი გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ უერთდებიან ქარტიაში წარმოდგენილი რეფორმების ნაწილს, ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე კი განსხვავებული აზრი ჰქონდათ.
სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის“ ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება 26 მაისს შესთავაზა.
ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ჩაატარებს მას თავისუფალ გარემოში. პრეზიდენტმა თქვა, ოქტომბრის არჩევნები არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ სახალხო რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.