Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმას და დეიდაშვილს სანქციები დაუწესა


მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

სანქცირებულთა შორის არიან:

  • ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე.

სანქციების დაწესების შემდეგ მათ უკრაინის ტერიტორიაზე ეზღუდებათ:

  • ქონების უფლება;
  • სავაჭრო ოპერაციები;
  • რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი;
  • უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა;
  • ლიცენზიებისა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.

განახლებული სია 256 ადამიანისგან შედგება.

მასალა განახლებულია: თავდაპირველ ვერსიაში ქეთევან ხარაიძეზე მითითებული იყო, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ცოლი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...