Jump to content
Planeta.Ge

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური რყევები და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია.

მანამდე ლიზ ტრასმა, რომელმაც 6 სექტემბერს დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა.

"მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა.

მას მერე, რაც ტრასის მთავრობის მიერ ვალების დასაფინანსებლად გადასახადების სფეროში შემუშავებულმა გეგმებმა დიდი რყევები გამოიწვია საფინანსო ბაზრებზე, თანამდებობიდან გაუშვეს ფინანსთა მინისტრი კვაზი კვარტენგი, რომლის მემკვიდრემ, ჯერემი ჰანტმა მისი თითქმის ყველა გეგმა გააუქმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...