Jump to content
Planeta.Ge

გახარია „ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკებებისთვის 3 პირობას ასახელებს


პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს.

„საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: პირველი – ნეიტრალური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი, უსაფრთხო ყველასთვის. მეორე – გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი და მესამე – კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან”, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა გახარიამ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა.

ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირველად თანახმა იყო, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა მათ შესრულებაზე და მოლაპარაკება ჩაშალა. გიორგი გახარია კი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს „წერტილი დაუსვა”, რადგან თავდაპირველი მიზანი დაიკარგა „სიხარბეში”

„მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ამ საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაჰბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა.

დიახ, წერტილი დავსვი მე, იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა, ჩვენი ორი გუნდის სამომავლო, შესაძლო, სამართლიანი, ეფექტური, თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტის ქვეყანაში პოლარიზაციის და ორპოლუსიანობის დაძლევის. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მზიანი შევიდა ჩიხი, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში”, – განაცხადა გახარიამ.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...