Jump to content
Planeta.Ge

გახარია: ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა


პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

ამასთან, როგორც გახარიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა, მისი გუნდის მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის არჩევნების გზით ოპოზიციაში გადაყვანაა.

"მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით.

ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანი არის, რომ შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გადასვლა ოპოზიციაში - ეს ერთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ხელს შეუწყობს და ეს არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების. ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი და სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა - ეს ჩვენი მთავარი მოტივია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ 39 დღეა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ახლოს ვართ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ეს პროცესი დასრულდება...

[...] გამარჯვების ფორმულა ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიის წარმატება. ეს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმუნება, რომ არის შესაძლებელი ისეთი მთავრობა ამ ქვეყანაში, რომელიც არ იქნება არც ოცნებისტი და არც ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა მან.

 

ფორმულა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...