Jump to content
Planeta.Ge

რუსეთმა სირიიდან 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და С-300 სარაკეტო კომპლექსი გადაისროლა უკრაინაში - NYT


რუსეთმა სირიიდან უკრაინაში გადაისროლა S–300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ამის შესახებ New York Times-ი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში გაცნობიერებულ სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინაში რუსული ჯარები S-300 კომპლექსებს, მათ შორის მიწისზედა სამიზნეებზე დარტყმებისთვის იყენებენ. კერძოდ, ეს მოხდა 10 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ დაწყებული მასიური სარაკეტო დარტყმების პირველ დღეებში.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, სარაკეტო სისტემა S-300-ის და რუსეთის ჯარების ნაწილის გაყვანამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ისრაელის ქმედებებზე. წყაროები მიიჩნევენ, რომ მისი უარი უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდებაზე, განპირობებულია იმის შიშით, რომ რუსებს სირიაში ისრაელის თვითმფრინავების წინააღმდეგ S-300 კომპლექსის გამოყენება შეუძლიათ. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეაფერხოს ისრაელის მოქალაქეების გამგზავრების პროცესი.

 

რუსეთისა და ისრაელის სამხედრო შტაბებს შორის არსებობს დახურული კომუნიკაცია, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდა, რაც სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2018 წელს ჩამოაგდეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც შეცდომით ისრაელისად მიიჩნიეს. გაზეთის წყაროების თანახმად, ისრაელის სამხედრო სარდლობას არ სურს, რომ რუსეთის ჯარებთან კოორდინაცია შეწყდეს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...