Jump to content
Planeta.Ge

კარასინი: ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა


რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ გასული 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა.

კარასინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელმა ტონმა სამხრეთ ოსეთთან ახალი ატმოსფეროს შექმნის შესახებ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს.

სულ უფრო იზრდება გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შედეგად გამოწვეული მტრობა და კონფრონტაცია უნდა ჩანაცვლდეს გონიერებითა და სტაბილურობით. ბოლო 16 წლის განმავლობაში, საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების ამაოება.

წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც თავს კომფორტულად არ გრძნობდნენ პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარებით საქართველოში.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში არსებული გამწვავება ასევე ხელს უწყობს მათ, ვინც მათ სტრატეგიულ ინტერესს ხედავს  საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციის შექნაში“, – წერს კარასინი „ტელეგრამზე“.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...