გიორგი გახარიას კომენტარი მედიასთან (ვიდეო)
გიორგი გახარიას კომენტარი მედიასთან:
„პირველი, მინდა გითხრათ, რომ მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ რომ მე დღეს აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ, როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა.
მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძილია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის გადადების მიზეზი.
გავითვალისწინოთ ერთი რამ – კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს პირველ რიგში ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი, ყოველთვის, ყოველდღე, ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენი პირადი და, რა თქმა უნდა, პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც”, – განაცხადა გახარიამ.
ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/497739046556415/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.