Jump to content
Planeta.Ge

EU-ის წარმომადგენლობა: სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩაში, ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს.

EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ  ინფორმაციის გაცვლის მიზნით”, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...