სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის დაზვერვის განცხადებას საქართველოში არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით „აბსოლუტურად მცდარს“ უწოდებენ
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს არჩევნებში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან პასუხობს და აცხადებს, რომ „ეს აბსოლუტურად“ მცდარია.
მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში, რუსეთის განცხადება კი სრული აბსურდია.
“ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ასეთ ბრალდებებს აბსურდად ვაფასებთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში. რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და აგრძელებს საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
ცნობისთვის, რუსულმა მედიამ 11 სექტემბერს, სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აშშ ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან“ (ODIHR) ერთად საქართველოს არჩევნებში ჩარევას აპირებს, რადგან, როგორც გამოცემა „ტასი“ ირწმუნება, ამერიკა ცდილობს, ხელი შეუშალოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და ამისთვის ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას აპირებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.