Jump to content
Planeta.Ge

რიკარდ იოზვიაკი - არაფერი მსმენია საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, რაც მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას


არაფერი მსმენია ევროკავშირის ახალი ზომების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების წინ და ეს მოიცავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ადრე გახდა ცნობილი.

ინფორმაციისთვის, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროკავშირში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში“.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...