Jump to content
Planeta.Ge

ანდრეი ერმაკი - უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს.

„უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად გააძლიერებს ალიანსს“, - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 66 650 რუსი ჯარისკაცი, 2 567 ტანკი, 5 255 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 646 საარტილერიო სისტემა, 269 თვითმფრინავი, 243 ვერტმფრენი და მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვა აღჭურვილობა გაანადგურეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...