Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ელოდებიან როდის ჩაუვარდებათ ხელში ძალაუფლება... ვერ მივართვით, ვერც "ოცნებას" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას", აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს


 

"თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ობიექტურად, რომ შეხედოთ ვითარებას, მთავარი ოპოზიციური პარტია ჩვენ დღეს უკვე ვართ. არ არის ეს ჯერ ასახული ციფრებში, მაგრამ ყველამ იცის და როგორც არ უნდა კეკლუცობდნენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკურ ველზე ზრდის პოტენციალი, ეს გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია , მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი ზრდის პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით, თუ ივანიშვილი გააგრძელებს ასე მოქცევას და ასე მოგვეხმარება, აქეთა მხარეს კი, ეს სასარგებლო იდიოტების როლში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ზუსტად ისე, როგორც იქცევიან. იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ, მაგალითად პირველი ნომრობა და სია რას ნიშნავს,  სპორტსმენებს დასდევენ და სპორტსმენებს აბულინგებენ. მე მესმის ძალიან კარგად რამდენად მძიმეა ქართული ჯარისთვის, პოლიციისთვის, მოხალისეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ,  გამოვიდა ივანიშვილი და არჩევნების კონტექსტში ეს ხალხი დაახურდავა ივანიშვილი- სააკაშვილის რაღაც ურთიერთ ბინძურ ჭიდაობაში. სინამდვილეში, ამ ნაწილში ისეთი რაღაცები ილაპარაკა,რომ ქვეყნის ერთიანობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფუნდამენტს შეუქმნა პრობლემა და რისკი -  ამაზე არ საუბრობენ. ამიტომ  ძალიან ვწუხვარ, ჩემთვის წარმოიდგინეთ ჯერ „ოცნება“ გახდა უმძიმესი იმედგაცრუება, განსაკუთრებით ეს ბოლო წელიწად ნახევარი რასაც აკეთებენ ეს აღარ არის მარტო კორუფცია , ეს აღარ არის მარტო ნეპოტიზმი, ეს არის უკვე ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ღალატი და მეორეს მხრივ, ეს სასარგებლო იდიოტები, რომლებიც ხანდახან ისე იქცევიან, რომ მაშველი რგოლი ხდებიან ივანიშვილის. გახსოვთ ერთხელ მე შეცდომა მაქვს დაშვებული და პარლამენტის ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი „ნაციონალირ მოძრაობას“ დავპირდი, რომ დაგასრულებთთქო... შეცდომა დავუშვი მაშინ, ვიღაცებმა წამომაძახეს - რომ რა ქენი დაასრულეო? ორივე ერთად უნდა დავასრულო, გამოდის, რომ საქმე დაგვემატა. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებისთვის“ არის ხარაკირის გაკეთება, არასოდეს არ დაასრულებს. „ნაციონალური მოძრაობა“ კიდე აქეთ ზის ამ სასარგებლო იდიოტის როლში, მათ არ უნდათ ხელისუფლება და ზიან ახლა ესენი და ელოდებიან, როდის გაცვდება „ოცნება“ იმ დონეზე, რომ ძალაუფლება ჩაუვარდებათ ხელში. ვერ მივართმევთ ვერც ერთს და ვერც მეორეს, აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს."


გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...