გიორგი გახარია - დამისხდნენ დებატებში... ნახევარი საათი მჭირდება ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი
"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუპაცია არის სტრატეგიული ამოცანა, რადგან ტერიტორიული მთლიანობაა ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების, ჩვენ გვმართებს ვაწარმოოთ პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ნიშნავს აღიარებას, რუსეთის, როგორც ოკუპანტის და შემდეგ უკვე საუბარი ოკუპაციის შემცირების მიზნებისთვის. შენ როგორც კი, ამ ბალანსს არღვევ და ხდები მხარე, მაშინ, როცა გამოდიხარ და დასავლეთს, რომელიც შენი სტრატეგიული პარტნიორია გამოდიხარ და ბრალს სდებ ომის პროვოცირებაში, გადატრიალების მცდელობაში, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში, რა თქმა უნდა, შენ ამ ბალანსს არღვევს და როგორც კი, შენ ამ ბალანსს არღვევ, რა თქმა უნდა, შენ ვეღარ იქნები მშვიდობის გარანტი. შეიძლება ასეთი სურვილი გქონდეს, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მათ ომი უნდათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ, მათ რა თქმა უნდა, მშვიდობა უნდათ, იმიტომ ამ მშვიდობაში უნდათ მერე იმ კორუფციული ფული შენახვა, მაგრამ შენ როგორც კი ასეთ არჩევანს აკეთებ და მხარეს ირჩევ, შენ ვერ გახდები ვერასდროს მშვიდობის გარანტი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ მშვიდობა გინდოდეს. ესენი სარგებლობლობენ, ამბობენ, რომ მეორე მხარეს არის არჩევანი -„ნაციონალური მოძრაობა“ , რომელსაც უკვე ამ ქვეყანაში ომის გამოცდილება აქვს და ხალხის აღქმებშიც, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავშირებულია ომთან, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. ამიტომ, ამბობენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს, ამიტომ ეშინიათ ჩვენი, ამიტომ ვერ ბედავენ, რომ დამისხდნენ დებატებში. მე მჭრდება ნახევარი საათი ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა უნდა მშვიდობა, მაგრამ აღარ აქვს ამის რესურსი, ისევე, როგორც ის მითები, რომ არის ბავშვების დამცველი, ტრადიციების დამცველი. ვინ არის ტრადიციების დამცველი, შეხედეთ ერთი სიაში ვინ ჰყავთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც აქვს ნდობა და რესურსი, რომ ესაუბროს ევროპასაც და რომელსაც შეუძლია, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის, შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ იმისთის, რომ დაგვმალონ, თავს ჯერებენ,რომ თითქოს არ ვარსებობთ.
საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობა არის ჩვენი მთავარი ფასეულობა, ნებისმიერი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, უნდა გვესმოდეს, რომ შეცდომების აღიარება უნდა იყოს არა ერთმხრივი, არამედ ორმხრივი და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ის პოზიტიური დინამიზმი , რისი გეგმაც გვაქვს და რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, მას შემდგომ, რაც მშვიდობას, პირველ რიგში, დავამყარებთ ქვეყნის შიგნით. როგორ შეიძლება მე მშვიდობაზე მელაპარაკებოდეს და მომიწოდებდეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს,რომ არჩევნების შემდეგ ყველას დაგიჭერთ, რომელიც ამბობს, რომ ვინც მე არ მეთანხმებით მტრები ხართ და რომელიც ამბობს, რომ ვინც მე არ მეთანხმება ის არის ქვეყნის მოღალატე?! ერთი რამე მინდა მათ ვუთხრა, სულ უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ხედავს ვინ არის ქვეყნის ინტერესების მართლაც მთავარი მოღალატე, ამას ადამიანები და ისტორია განსაზღვრავს და ვიღაც ვიგინდარა პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ტრიბუნიდან საუბრობენ, ხვალ სხვა ტრიბუნიდან ისაუბრებენ... გატენილი აქვს „ოცნებას“ ასეთი ხალხით პირველი ოცეული და კიდევ ზემოდან ის 30 კაცი დელეგატები, რომ დაარქვეს - ისინი. მათ მხილებას კიდევ ჩვენ სპეციალურ დროს და განყოფილებას დავუთმობთ."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
"გახარიას კვირა"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.