Jump to content
Planeta.Ge

ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს


საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ.

„საქართველოში მისი მეუღლე და მეორე შვილი რჩება. სასაზღვრო პოლიციამ უარი თქვა არშეშვების მიზეზების განმარტებაზე. მეშვიდე საათია, სხედან აეროპორტის საკანში, არავინ ეკონტაქტება, საჭმელიც არ მოაქვთ. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება საოცარ ახალ სამყაროში”, – აღნიშნავს ის.

უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...