გიორგი გახარია - ვინმეს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რაიმე ხელში უჭირავს, ძალიან ცდება, არაფერი არ უჭირავს, ეს არის ქვეყნის ბედით თამაში არჩევნების მოსაგებად
"ბიძინა ივანიშვილმა, თავის განცხადებით, ომის კონტექსტიდან გაიყვანა საერთოდ რუსეთი, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ამ დიალექტიკაში არ არის და ახალი დამნაშავე შემოგვთავაზა ომის კონტექსტში - დასავლეთი, ევროპა, ამერიკა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო მათი პროვოკაციის შედეგი. მეორე, რაც გააკეთა, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რაღაც აღიარებით თუ ბოდიშით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს, ამაზე გამოდის 5 ლარიანი ექსპერტებით. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ დასავლეთი, რომელიც არის ფუნდამენტი არაღიარების პოლიტიკის, ფაქტობრივად, დაადანაშაულა კონპლიქტის პროვოცირებაში, პროვოკატორად გამოაცხადა და თქვა, რომ ჩვენ თუ აქ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და გვეცოდინება ვინ არის პროვოკატორი, ვინ წამოეგო ამ პროვოკაციაზე, ვინ უნდა მოიხადოს ბოდიში და ა.შ შეიძლება რაღაც სამყაროს სურათი დალაგდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანი მიადგა ამით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერპექტივას, მაშინ, როდესაც არაღიარების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია აქტიურ დასავლურ და ევროპულ პოლიტიკაზე. არაღიარების პოლიტიკას პატარა რაღაც რომ დაემუქროს, როგორი რეაგირება ექნება რუსეთს. ვინმეს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რაიმე ხელში უჭირავს, ძალიან ცდება, არაფერი არ უჭირავს, ეს არის ქვეყნის ბედით თამაში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე არჩევნები მოიგოს. ამან გამახსენა "გარეჯი საქართველოა" კამპანია. ეს იმდენად მძიმე და კატასტროფული კამპანია იყო, ვიღაცას ხომ გაუჩნდა მაშინ აღქმები, რომ გარეჯი დაბრუნდება, სინამდვილეში იცით "გარეჯი საქართველოას" კამპანიის შედეგი რა არის? დღეს გარეჯის მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი სამხედრო ბაზა დგას, რომელის არავის ახსოვს და რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს. მაშინ ჩვენ რამდენიმე ადამიანთან ერთად ეს უგუნური პოლიტიკა დროზე რომ არ დაგვებალანსებინა, დღეს კიდევ უფრო მძიმე შედეგები გვექნებოდა. სამწუხაროდ, ივანიშვილის მოტივაცია სავსებით გასაგებია - ის მზად არის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს იმაში, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ჩვენი ბავშვების მომავლით და მათი პროპაგანდისგან დაცვის სპეკულირებით დაწყებული, პროპაგანდით დამთავრებული."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
"გახარიას კვირა"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.