გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი.
მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევანდელი ღონისძიებისთვის სცენა დაამონტაჟეს. „TV პირველზე” გასული ვიდეომონაკვეთით ირკვევა, რომ ბაბაევი კუთვნილ რესტორანში მანქანით შესვლას მოითხოვდა, რის უფლებასაც მას პოლიცია არ აძლევდა.
იოსებ ბაბაევი 5 ივნისსაც დააკავეს, თუმცა მაშინ სისხლის სამართლის წესით. მას იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედავებოდნენ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.