Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა


უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია.

„კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები.

მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც დაკავებულია გაცვლებით, უკრაინისთვის ასეთი კარგი ამბებისთვის,” - წერს ზელენსკი.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსულ მხარეს ასევე 103 სამხედრო გადაეცა, რომლებიც ტყვედ კურსკის ოლქში აიყვანეს.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს უკრაინამ ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორის 23 ქალი.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...