აშშ-მა დიმიტრი კისილოვსა და რუსულ მედიაჰოლდინგს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ მედიაჰოლდინგ “რასია სეგოდნიას” და მის დირექტორ დიმიტრი კისილოვს სანქციები დაუწესა.
ეს მედიაჰოლდინგი აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. ჰოლდინგში შედიან:
- რაშა თუდეი
- რია ნოვოსტი
- ტვ-ნოვოსტი
- Ruptly
- სპუტნიკი
რაშა თუდეი აშშ-ს წარსულში უკვე ჰყავს სანქცირებული, თუმცა 13 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ეს მედიასაშუალება დავალებას პირდაპირ იღებს რუსული სპეცმსახურებისგან და ცდილობს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერიოს, ასევე აგროვებს იარაღს ომში გასაგზავნად.
ამ კუთხით ბლინკენის თქმით, აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი დაიწყებენ დიპლომატიურ კამპანიას იმისათვის, რომ ყველა ქვეყანას მიაწოდონ ინფორმაცია ამ ახალი მტკიცებულებების შესახებ.
ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი ეცდება ჩაერიოს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ერთ თვეში უნდა გაიმართოს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.