გერმანია გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა 2023 წლის გაზაფხულამდე მთელ უკრაინულ ბრიგადას - 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებს.
„ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა მან.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების მიზნით ერთობლივი მისიის შექმნას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების ორი ძირითადი ადგილიდან ერთ-ერთი გერმანია გახდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.