Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის


რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გავრცელებასა და გამოყენებას.

თუ მოკავშირეები ერთად აგდებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაში, მაშინ რატომ არ არის ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის ცაში რუსული რაკეტებისა და ირანული „შაჰიდების” ერთობლივად ჩამოგდების შესახებ? თან ეს მაშინაც არ კეთდება, როდესაც რაკეტები და დრონები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობლების ტერიტორიაზე მიემართებიან.

როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხს ვაყენებთ, მუდამ, სხვათა შორის, ყველა ცდილობს ის უბრალოდ, სიმართლე რომ გითხრათ, გაატაროს და „ამაზე ვმუშაობთ“ თქმაც კი ეშინიათ. ამ სიტყვებისაც კი ეშინიათ და ეს სიმართლეა.

ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა რუსული „შაჰიდების“ ჩამოგდებით. არ მეგონა, რომ ეს ამ ფორმატში იქნებოდა… ეს ნამდვილად, ვფიქრობ, უბრალოდ დამამცირებელია ძლიერი დემოკრატიული სამყაროსთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...