Jump to content
Planeta.Ge

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა


უკრაინას შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი ჩავიდა. პრეზიდენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

კასისის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე შთაბეჭდილების შექმნაა.

„კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი და კიევის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...