Jump to content
Planeta.Ge

TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მერაბ გაბინაშვილს 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება არ მიუთითებია.

ორგანიზაციის ცნობით, მერაბ გაბინაშვილს დეკლარაციაში არ შეუტანია მის საკუთრებაში არსებული

  • 121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე;
  • 801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს მერაბ გაბინაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„მერაბ გაბინაშვილი  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. იგი 2006-2007 წლებში, გორში მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2015 წელს მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი ვადით დანიშვნას. გაბინაშვილის სასამართლო კლანთან კავშირების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...