Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია


ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია.

„საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით - თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით.

ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი- შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება!

ჩვენ, ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია“ , - განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...