Jump to content
Planeta.Ge

კერძაიას საქმეზე რეალურად არაფერი მომხდარა, მოიკითხეთ სტრასბურგში - -გიორგი გახარია


ია კერძაიას საქმე - გიორგი გახარიას განმარტების გაკეთება “რეაქციაში“ მოუწია - მაშინ, როცა  “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობდა, ჟურნალისტმა ია კერძაიას საქმე შეახსენა და უთხრა, რომ სწორედ მისი პრემიერობის დროს, ზუგდიგდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი წინასააარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობდა. 

მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კი თქვა, რომ რეალურად არაფერი მომხდარა და “ამ საქმეს პასუხი სტრასბურგის სასამართლომ  უკვე გასცა“.

თქვენ მე ახლა ირიბად დამადანაშაულეთ, მინდა გითხრათ, სამწუხაროდ, ია კერძაიას საქმე მისმა შვილმა სტრასბურგში წაიღო და იქ მოიკითხეთ. თუ რამე კითხვა გაქვთ, მის შვილს ჰკითხეთ და გეტყვით იმას, რომ რეალურად არაფერიც არ მოხდა“,- განაცხადა გახარიამ.

ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...