Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე 30 პროცენტსაც ვერ აიღებს - გიორგი გახარია


ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ობიექტურად “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში, 200 ათასი ხმა დაკარგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 30 % -ზე ნაკლებს აიღებს.

როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სწორედ ამას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად გამოცხადებაც.

ბოლო არჩევნებში “ოცნებამ“ 800 ათასი ხმა აიღო, დღეს ობიექტურად, მინიმუმ 200 ათასი ხმა დაკარგული აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც კორუფციის, უსამართლობის გამო, იმის გამო, რომ ოჯახბს ურეკავდნენ და დედას აგინებდნენ, ვიღაცას ქუჩაში სცემდნენ და სამწუხაროდ, ასე დაემსგავსა იმას, რა დღეშიც იყო ნაციონალური მოძრაობა, ამ კანონის გამო, როცა 300 ათასი ადამიანი ქუჩაში იდგა და სხვა ამბების გამოც, ეს ხმები დაკარგეს .  დღეს რაც აქვთ, არის მაქსუმუმ 600 ათასი ხმა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მოდის 2 მილიონი ადამიანი, ეს 30 პროცენტზე ნაკლებია. ეს არის ობიექტური რეალობა, რაც დღეს ელექტორალურ ველზე ხდება. ამიტომ არის ის სიის პირველი ნომერი, ამიტომ ხდება ასეთი აუხსნელი და გაუგონარი თავდასხმები. თუმცა, თუ გონივრულად მოვიქცევით, ამ 600 ათას ხმასაც დაკარგავენ“,- განაცხადა გახარიამ.

ტვ პირველი

 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...