კოალიცია არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ იქნება - გიორგი გახარია
ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქციაში" განაცხადა.
ჩვენი პრინციპული პოზიციაა შემდეგი და ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია"- თქვა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ.
გახარიას მტკიცებით, ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30 ან 45% აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია.
მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში კერპების დაინგრევაა:
ის, რომ ამას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი.
მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ - კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია"- დასძინა მან.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყვეტი შეიძება აღმოჩნდეს, ექსპრემიერი ამბობს, რომ "ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი". გახარია ამტკიცებს, რომ მას "ამის რესურსიც მაქვს"
თუ გადამწყვეტი ხმა მექნება, როგორ გგონიათ, ამ გადამწყვეტ ხმებს მიშა სააკაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებ?"- უთხრა გახარიამ ინგა გრიგოლიას.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.