Jump to content
Planeta.Ge

მედიის ცნობით, ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგაც გოგონა დაიღუპა


ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას არდებილის მასწავლებელთა კავშირი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა.

ირანის ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, სკოლის მოსწავლეს გულის პრობლემა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება არდებილის შაჰედის საშუალო სკოლაში გოგონებს უკანონოდ აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ პროსამთავრობო ღონისძიებაში. ღონისძიების დასაწყისში, რამდენიმე სტუდენტმა მთავრობის წინააღმდეგ სკანდირება დაიწყო, რის შემდეგაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაცვის თანამშრომლებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს და ბევრი მათგანი სცემეს. მოგვიანებით, როგორც კი სტუდენტები თავიანთ კლასებში დაბრუნდნენ, ისინი სკოლაში შევარდნენ და რამდენიმე სტუდენტი კვლავ სცემეს. შვიდი მოსწავლე დაშავდა, 10 კი დააკავეს.

ასრა ფანაჰის გარდაცვალებამ არდებილის მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...