Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...