გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო დაეცა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატო-ს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს.
„3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან ნატო-ს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.
შეგახსენებთ, კვირას ღამით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიაზე ნამსხვრევებს ეძებდა.
ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო დრონი ქვეყნის აღმოსავლეთით და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.