პორტუგალიის ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია
პორტუგალიაში მკაცრი რეჟიმის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ერთი ქართველია.
როგორც Euronews წერს, გაქცეულ პატიმრებს შორის 42 წლის შერგილ ფარჯიანია. მას პორტუგალიის ციხეში 7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ძარცვის, ძარცვის დროს ძალადობის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით.
რაც შეეხება მის თანამზრახველების, სხვა გაქცეულები დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და პორტუგალიის მოქალაქეები არიან. გამოცემის ცნობით
, გაქცეული პატიმრები მსჯავრს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდნენ, როგორიცაა მკვლელობა, ნარკოტიკების გადატანა, ქურდობა და გატაცება.
ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, პატიმრები თოკის დახმარებით ციხის 6 მეტრიან ღობეზე გადაძვრნენ. მათ გაქცევაში გარედან თანამზრახველები დაეხმარნენ.
პორტუგალიის ხელისუფლებამ გაქცეულ პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდეს, რომ თუ რომელიმე მათგანს დაინახავენ, არ მიუახლოვდნენ.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.