Jump to content
Planeta.Ge

UN: რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


გაეროს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს, სულ მცირე, 184 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 856 — აგვისტო უკრაინაში ყველაზე სისხლიანი თვე იყო 2024 წლის განმავლობაში.

გაეროს ანგარიშისვე თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაშავდა 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა – 11 743.

ანგარიშისვე მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმებს დონეცკსა და ხარკოვში.

თავდასხმების შედეგად აგვისტოში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო დააზიანა 28 სამედიცინო და 38 საგანმანათლებლო დაწესებულება.

ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის შეტევა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, რამაც 15 რეგიონი დააზარალა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...