ბექა ლილუაშვილი - ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში?! - იდიოტურია პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს დანგრეული საქართველო სჭირდება!
ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში?! - იდიოტურია პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს დანგრეული საქართველო სჭირდება! - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „ხალხის ძალის“ დღევანდელ წერილს, რომლის თანახმად, „დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არანაირი რეფორმებს არ ელოდება და მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდან ჩანს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის“.
„ყველას თავის სამეგობროში ძლიერი და ჯანსაღი ადამიანები სჭირდება - ამიხსენით, რაში სჭირდება ევროკავშირს დანგრეული საქართველო?! ეს არის იდიოტური პროპაგანდა, რასაც ეს იდიოტები ლაპარაკობენ და ჰგონიათ, რომ ამით დამაჯერებლობას იძენენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზე საუბრის უფლება მმართველმა გუნდმა მაშინ დაკარგა, როცა პოლიტიკური ჯგუფ „საქართველოსთვის“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის გაზიარებაზე უარი თქვეს.
„ჩვენ მათ უფრო მაღალი სტანდარტის გამჭვირვალობა შევთავაზეთ, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობით, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ - მათ აინტერესებდათ სახელდება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების დაზიანება. მათ მიერ მიღებული კანონის მიზანი არის სწორედ ეს და არა ფინანსური გამჭვირვალობა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.