Jump to content
Planeta.Ge

ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს


დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა.

როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან თამაშის მოგებასაც შეეცდება.

„რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო... ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...