ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "აპრილი" ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო
ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “აპრილი” ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
ფილმი სოფლის მეან-გინეკოლოგ ნინაზე (ია სუხიტაშვილი) მოგვითხრობს, რომელიც არალეგალურ აბორტებს უკეთებს სიღარიბეში მცხოვრებ ქალებს. მკვდარი ჩვილის დაბადების შემდეგ შიდა გამოძიება იწყება.
ბოლო 30 წლის განმავლობაში “აპრილი” პირველი ქართული ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა.
მთავარი პრიზი – ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარის ფილმმა “ოთახი მეზობლად” მიიღო.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.